სათაფლია

სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი.
ვიზიტორთა ცენტრი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა
ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა.
მომსახურების სახეები და ღირებულება
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი საქ.მოქალაქე/რეზიდენთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი
- ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 15 ლარი;
საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა! - სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 30 ლარი;
- მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო;
- ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) - უფასო;
- სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 115 ლარი;
გიდის მომსახურება ხორციელდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.
ადგილზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ:
- VIP მომსახურეობა ( მოიცავს ვიზიტორთა შესვლას, და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს. პერსონალური ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით . -230 ლარი
- სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 115 ლარი.
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში
სამუშაო დღეები: ყოველდღე
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე
ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წვიმასა და თოვლში შუშის პანორამულ გადასახედზე გასვლა აკრძალულია.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
მირზა კენჭაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ: 595 08 60 59 ელფოსტა: mirzakenchadze@gmail.com
გოჩა ყუბანეიშვილი, ტელ: 577 10 18 99

