თეთრა მღვიმე

მისამართი: ქ,წყალტუბო, სოფელი ხომული, თეთრა მღვიმის ბუნების ძეგლი.

,,თეთრა მღვიმეს“ ადამიანის ცხოვრების 30 000 წლიანი ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია 15 000 არტეფაქტი (სამომავლოდ, ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ, ადგილზე დაათვალიერონ მათი ასლები). მღვიმეში ნაპოვნია პირველყოფილი ადამიანის ძვლები, მათ მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და საბრძოლო იარაღები, მათ შორის, სპილენძის ისრის პირი, რომელიც იმ დროისთვის უნიკალური ნაკეთობა იყო და მიუთითებდა უძველესი პერიოდიდან საქართველოში სპილენძის დამუშავების ტექნოლოგიაზე.


„თეთრა“ არამარტო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია, არამედ სპელეოლოგიური ღირსშესანიშნაობაც გახლავთ. იგი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის: აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.


აღსანიშნავია, რომ „საბჭოთა კავშირის“ პერიოდში „თეთრა“ კოსმონავტების მოსამზადებელ-სარეაბილიტაციო ადგილიც იყო.


ვინაიდან მღვიმე ჭარბტენიანია და აქ მუდმივი ტემპერატურა 13-14 გრადუსია, შესანიშნავი გარემო იქმნება ღვინის დასაძველებლად. ინვესტორმა კომპანიამ იმერეთში ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციისათვის „თეთრაში“ საცავი და დაძველებისთვის საჭირო სივრცეები შექმნა. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ უმაღლესი კლასის და სხვადასხვა სახის იმერული ღვინოები. საამისოდ, „თეთრა ჯგუფმა“ გადაამზადა გიდი-სომელიების ჯგუფი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს.

ტურის ფარგლებში მღვიმის დათვალიერებასთან ერთად ჩვენი გიდი- სომელიების მეშვეობით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიის შესახებ და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს.

 

მომსახურების სახეები და ღირებულება

  • მღვიმის შემეცნებითი ტური - 15 ლარი

  • მღვიმის შემეცნებითი ტური (6-18წელი) - 7 ლარი

  • მღვიმის შემეცნებითი ტური (6 წლამდე) - უფასო

  • სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპია (1 სთ.) - 20 ლარი

  • სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპია (6-18წელი) -10 ლარი

  • ღვინის ტური სამი სახეობის ღვინის დეგუსტაციით - 25 ლარი

 

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

სამუშაო დღეები: ყოველდღე


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

გიორგი ტყაბლაძე; ტელ 599 859270;

მალხაზ ჭრელაშვილი; ტელ 595 700515; 

ელ-ფოსტა: info@tetracave.ge