თუშეთის დაცული ტერიტორიები

თუშეთის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს.
ვიზიტორთა ცენტრი: თუშეთი, სოფ. ქვემო ომალო
თუშეთის დაცული ტერიტორიების 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს. უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები.
ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:
- კარავი - 20 ლარი;
- ზურგჩანთა - 10 ლარი;
- საძილე ტომარა - 10 ლარი;
- ჭოგრიტი - 10 ლარი;
- ჰამაკი - 1 დღე - 15 ლარი;
- საკონფერენციო დარბაზი (24 ადამიანზე) - 1 დღე - 200 ლარი;
- საპიკნიკე ადგილი - 1 დღე - 20 ლარი;
- საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 10 ლარი;
- ველოსიპედი -1 დღე - 35 ლარი;
ტურისტული სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით
- ნიამორებზე დაკვირვება შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში.
გაფრთხილება
სასაზღვრო ზონაში მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური გადაადგილების საშვის მიღება შემდეგ ლოკაციებზე:
სოფ. დიკლო, სოფ. გირევი, აწუნთის უღელტეხილი.
საშვის მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსების მეშვეობით: ბმული
განთავსება
-
ჰოსტელი ვიზიტორთა ცენტრთან, სოფ. ქვემო ომალო: 1 ადამიანი - 60 ლარი;
-
სასტუმროს ლუქსის ტიპის ნომერი - 1 დღე - 120 ლარი;
-
სასტუმროს ნომერი - 1 დღე - 100 ლარი;
-
ღამისთევა ალაზნისთავის ტურისტულ თავშესაფარში - 1 ადამიანი - 30 ლარი; მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 10 ლარი;
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
გიორგი ბაკურიძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ტელ: 577 10 18 92, ელფოსტა: gio.bakuridze@gmail.com
გიგა მრელაშვილი, 577 10 18 91, mrelashviligiga@gmail.com

