წალკა (დაშბაშის კანიონი)
ღირსშესანიშნაობები: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.
მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი, მდ. ხრამის (ქცია) ხეობა, სოფ. დაშბაშის მიდამოები. 1110-1448 მეტრი ზღვის დონიდან.
ვიზიტორთა ცენტრი: სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ წალკის კანიონზე მოქმედი ინფრასტრუქტურით სარგებლობის წესების შესახებ, ასევე დაგეგმონ მარშრუტები, შეიძინონ ბილეთები სამსახსოვრო სუვენირები და ა.შ.
მისასვლი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წალკა. თბილისიდან წალკა დაშორებულია 88 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;
ქ. წალკა - სოფ. დაშბაში - 3,8 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. დაშბაში - დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
ბილიკები: ტერიტორიაზე მოეწყო 1,8კმ სიგრძის ბილიკი, რომელიც ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ჩადის კანიონის ხეობაში, ჩანჩქერთან. ჩანჩქერზე ფეხით ჩასვლას და ამოსვლას ბილიკის საშუალებით დაახლოებით ერთი საათი ჭირდება, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოდ სპეციალურად გამოყოფილი მანქანებითი, რომლებიც სურვილის შემთხვევაში თქვნს ტრანსპორტირებს უზრუნველყოფენ.
ღამისთევა: ღამის თევა შესაძლებელია კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროს ტიპის ვილებში (თითოეულ მათგანში შესაძლებელია მაქსიმუმ 5 პერსონის განთავსება).
წალკის კანიონი -კასს ლენდი
დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური
- საქართველოს მოქალაქეებისთვის - 29 ლარი
- არარეზიდენტი პირებისთვის - 49 ლარი
- 3 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე დაიშვებიან უფასოდ
ატრაქცია
- ბაიკ-ლაინი - 120 ლარი
- საქანელა 1 ადამიანი - 35 ლარი
ბილეთის შეძენისას გაითვალისწინეთ!
წალკის კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასავლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1.20 მ-ს.
ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, წალკის კანიონის ბილიკი დაკეტილია წვიმის, ძლიერი ნისლისა და თოვლის დროს.
კანიონში ჩასასვლელი ბილიკის სიგრძე შეადგენს 1.8 კმ
ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება
სამუშაო დღეები: ყოველდღე
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე
საკონტაქტო ინფორმაცია: წალკის კანიონის ადმინისტრაცია
ოპერატორი: +995 0322 880 505
ჯავშნის მიღება: +995 599 21 55 11
ელ.ფოსტა: info@kassland.com