სიახლეები

22 მარტს წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება!
ამ დღის მიზანია უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა!
ამ დღეს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს უნიკალური კოლხური ტყეების მნიშვნელობა! საქართველოში კოლხური ტყეები გავრცელებულია რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე, მათ შორის მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე.

21 მარტს, მსოფლიო ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!
2021 წელს, ტყის საერთაშორისო დღის თემაა „ტყის აღდგენა: გზა გაჯანსაღებისა და კეთილდღეობისკენ“. ტყის დაცვა, აღდგენა და მისი მდგრადი მართვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი და მომდევნო თაობების უკეთესი მომავლისთვის. ტყის დაცვა-აღდგენა ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს, სუფთა წყლის, ჰაერის და საკვების შენარჩუნებას, ტყე უმნიშვნელოვანესია პლანეტის ბიომრავალფეროვნებისთვის და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა
2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 690 ინდივიდს აღწევს, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, პირველად მსოფლიოში, ჯიხვის სატელიტური მონიტორინგი ხორციელდება
პირველად მსოფლიოში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის პროექტი ხორციელდება. ტელემეტრიული მონიტორინგი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული მეთოდია, რაც ჯიხვებზე გადამცემიანი საყელოს დამაგრებას გულისხმობს შემდგომი დაკვირვების მიზნით.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ეროვნულმა პარკებმა ITB Berlin Now 2021 საერთაშორისო გამოფენაზე დიდი ინტერესი გამოიწვია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს ეროვნული პარკების სახელით წარსდგა.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სტანდარტის SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემა ინერგება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს!...

საქართველოში კიდევ ერთი ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება!
გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, იწყებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის...

3 მარტი ველური ბუნების მსოფლიო დღეა
2021 წელს, ველური ბუნების მსოფლიო დღის თემა ტყეები და მისგან მიღებული სარგებელია. ტყე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იშვიათი ეკოსისტემების თუ ველური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების პროცესში, ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებას.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, ბირთვისის ბუნების ძეგლის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევისა...

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა
2020 წელს, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიას ჯავახეთის დაცული ტერიტორიები შეუერთდა, რის შედეგადაც, ჩვენი ქვეყნიდან, ამ სტატუსს უკვე 3 დაცული ტერიტორია ატარებს: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება
საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ პარკებში არ იმუშავებს ვიზიტორთა ცენტრები;

2020 წლის ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიები
ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულ პარკებს მოპოვებული გამარჯვება Welcome To Georigia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ კუსიდიმ მიულოცეს!