სიახლეები

ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულმა პარკებმა ტიტული „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ მოიპოვეს.
საქართველოში ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში - Welcome to Georgia! ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულმა პარკებმა ტიტული „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ მოიპოვეს.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე, 4500კვ.მ ...

პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ქურციკების რაოდენობა უკვე 150-მდე გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება. დღეისთვის, მათი რაოდენობა 150 ინდივიდს აღწევს.

"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის" პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის" პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში, 4 დეკემბერს, გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ რეინჯერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ არსებული 460 კვ.მ მიწის, 431 კვ.მ მიწის და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.

"ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა
2020 წლის 4 დეკემბერს, 12:00 საათზე, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

8 ნოემბრიდან, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას
ქვეყანაში Covid-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში გადაადგილება დროებით ნაწილობრივ შეიზღუდა
ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით შეიზღუდა გადაადგილება უსახელოს გადასახედსა და მიჯნისყურეში, ასევე ცენტრალურ ბუნგალოებთან.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში,ბარალეთში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 14700 კვ. მ. მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით 45 წლის ვადით გაცემის მიზნით.

თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მომავალ ტურისტულ სეზონამდე დაიხურა
თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მომავალ ტურისტულ სეზონამდე დაიხურა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ტერიტორიაზე ახალი სალაშქრო ბილიკის შექმნასა და არსებული ბილიკების ქსელის რეაბილიტაციას ახდენს. ბილიკების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა.

ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა. 32 კილომეტრიანი წრიული ბილიკის მოსაწყობად, 230 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. პროექტი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ალგეთის ეროვნულ პარკში გამწვანების აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ალგეთის ეროვნულ პარკში გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიება კლიმატის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღეს მანგლისის სკოლის მოსწავლეებმა, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად.

კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიას უბნის რეინჯერებს საერთაშორისო სტანდარტის უნიფორმები გადაეცათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, USAID-ის წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიას უბანს ესტუმრა და საერთაშორისო სტანდარტის ახალი ფორმები რეინჯერებს გადასცა.