სიახლეები
30 მაისი 2017
დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ დონორების საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა, სადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სააგენტოს ახალი მენეჯმენტი წარუდგინა.
23 მაისი 2017
ეკო-საგანმანათლებლო ლექცია
ბიომრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის, გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეებს ეკო-საგანმანათლებლო ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ.
22 მაისი 2017
ბიომრავალფეროვნების დღე
22 მაისს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოში კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, თბილისის 144-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა.
18 მაისი 2017
რეიჯნერებს მერაბ არევაძის სახელობის სიგელები გადაეცათ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახლადდანიშნული თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა
12 მაისი 2017
დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე–10 საერთაშორისო გამოფენა "EXPO BATUMI TRAVEL 2017"-ში მონაწილეობს. გამოფენა სასტუმრო „შერატონში“ 12 მაისს გაიხსნება და 14 მაისამდე გაგრძელდება.
10 მაისი 2017
ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან დავით მარკოზაშვილთან ერთად ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა.
27 აპრილი 2017
დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე
დაცული ტერიტორიების სააგენტო თბილისის მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
25 აპრილი 2017
წიგნის პრეზენტაცია „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
25 აპრილი 2017
ტრენინგი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ჭაჭუნას, თუშეთისა და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს ჩეხმა ექსპერტებმა ტრენინგი ჩაუტარეს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზაზე მუშაობის შესახებ.
21 აპრილი 2017
დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსდამთავრებულების დაჯილდოება
დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოში პაატა შანშიაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს გადასცეს.
20 აპრილი 2017
გამწვანების აქცია აჯამეთის აღკვეთილში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა თომა დეკანოიძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
11 აპრილი 2017
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნიამორი გამოჩნდა.
ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის მხარდაჭერით ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა.
10 აპრილი 2017
ეკო-განათლება სკოლების მოსწავლეებისთვის
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლები რეგიონში მდებარე სკოლების მოსწავლეებისთვის ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ.
08 აპრილი 2017
გიგლა აგულაშვილი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, თომე დეკანოიძესთან და WWF კავკასიის რეგიონალურ დირექტორთან, გიორგი სანადირაძესთან ერთად,ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამას ადგილზე გაეცნო.
04 აპრილი 2017
ადმინისტრაციის მშენებლობის პროცესი
დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის სეზონის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს.
