სიახლეები
02 ოქტომბერი 2017
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა.
29 სექტემბერი 2017
კვლევის შედეგების პრეზენტაცია
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცულ ტერიტორიებზე ჩატარებული ვიზიტორთა კმაყოფილების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
28 სექტემბერი 2017
ყაზბეგის ეროვნული პარკის არსებული და გეგმარებითი ტერიტორიების საბაზისო კვლევები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ყაზბეგის ეროვნული პარკის არსებული და გეგმარებითი ტერიტორიების საბაზისო კვლევების ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს.
26 სექტემბერი 2017
თბილისის ეროვნულ პარკში ველო-ტური „საბადურობა“ გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა ღამის ველო-ტურში "საბადურობა" მიიღო მონაწილეობა.
20 სექტემბერი 2017
ეკო-ბანაკი კოლხეთის ეროვნულ პარკში
კოლხეთის ეროვნულ პარკში 6-8 ოქტომბერს, 13-17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ეკო-ბანაკი მოეწყობა.
20 სექტემბერი 2017
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა დაცულ ტერიტორიებს შორის
ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი არცვიკ მინასიანი სტუმრობდა. ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პრეზენტაცია გაიმართა.
07 სექტემბერი 2017
YAPA გუნდის წევრების შესარჩევი გასაუბრება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების მეგობართა ახალგაზრდული ასოციაციის- YAPA გუნდის წევრების შესარჩევი გასაუბრება გაიმართა.
06 სექტემბერი 2017
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 726 296 შეადგინა.
30 აგვისტო 2017
ვითარება აბასთუმანში
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
22 აგვისტო 2017
განცხადება ეკოტურისტულ პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით
2017 წელს, წინა წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მარტვილისა და ოკაცეს კანიონებსა და პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში.
16 აგვისტო 2017
აჯამეთის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის განხილვა
2017 წლის 24 აგვისტოს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) აჯამეთის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმა განიხილება.
16 აგვისტო 2017
ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციაში შემოვიდა ინფორმაცია ნეძვის აღკვეთილის სასაზღვრო ზოლზე მიმდინარე ხე-ტყის უკანონო ჭრის თაობაზე.
08 აგვისტო 2017
ორგანიზაცია „არვატო ბერტელსმანი“ თბილისის ეროვნულ პარკში
საერთაშორისო ორგანიზაცია „არვატო ბერტელსმანმა“ თბილისის ეროვნულ პარკში თანამშრომლების ერთ გუნდად შეკვრის მიზნით (team building), ღონისძიება ჩაატარა.
03 აგვისტო 2017
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სამეცნიერო სფეროს ექსპერტებმა მიიღეს.
01 აგვისტო 2017
ინფო ტური
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ინფო-ტური გაიმართა. ტუროპერატორები ჯავახეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკებში იმყოფებოდნენ, სადაც ტურისტულ პროდუქტებს ადგილზე გაეცნენ.
