2025 წლის 1 მაისს, 12:00 საათზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში (ვლადიმერ წითლანაძის 1) გაიმართება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა.

2025 წლის 1 მაისს, 12:00 საათზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში (ვლადიმერ წითლანაძის 1) გაიმართება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა.

დოკუმენტი მომზადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების მიერ. დოკუმენტი შემუშავდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.

დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

მენეჯმენტის გეგმის სანახავად, ეწვიეთ ბმულს

საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: info@apa.gov.ge