ბიზნეს იდეების შერჩევის კონკურსი

კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების მიმდებარე სოფლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში „ბიზნეს იდეების შერჩევის კონკურსი“ გაიმართა.
კონკურსის შედეგად თითოეულ ადმინისტრაციაში 10-10 იდეა შეირჩა, რომელიც შესაძლებელია მოსახლეობამ სამომავლოდ გამოიყენოს. გამარჯვებულ კანდიდატებს 400 ლარის ოდენობის ჯილდო გადაეცათ.
გამარჯვებულები რეგიონების მრჩევლეთა საბჭოს და მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. ბიზნეს იდეას შემდეგი კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა: იდეის ინოვაციურობა; ინოვაციის საჭიროება და შესაძლო სარგებელი; ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა; მასშტაბურობა; თანამონაწილეობა; გარემოსათან თავსებადობა; პოლიტიკური და რელიგიური თემატიკისგან თავისუფლება; პრაქტიკაში გამოყენების რეალური შესაძლებლობა.
თითოეულ ადმინისტრაციაში პროგრამის ეფექტური მართვისთვის რეგიონული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული ინსტიტუციების წარმომადგენლები შედიან. საბჭოს ორგანიზებით და კოორდინაციით 2015-2019 წლების განმავლობაში, დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის სხვადასხვა სახის კონკურსები ჩატარდება.
პროექტი დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.