დაცული ტერიტორიების სააგენტო, „ბიპი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ახალ საგრანტო პროექტს - „აჯამეთის აღკვეთილის მდგრადი განვითარება“ იწყებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო, „ბიპი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ახალ საგრანტო პროექტს - „აჯამეთის აღკვეთილის მდგრადი განვითარება“ იწყებს
ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის იმერული მუხის დაცვა-შენარჩუნებას, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბიპი-სა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ELKANA“ წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.
ახალი პროექტის ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილში, 9 ჰა ტერიტორიაზე დაირგვება 20 000ძირი იმერული მუხის ნერგი და მოეწყობა სანერგე მეურნეობა; გათვალისწინებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობაც. პროექტი 3 წლის განმავლობაში განხორციელდება და მისი ღირებულება 850 000 აშშ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს „ბიპი საქართველოსთან“ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ორგანიზაციებს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ფოკუსირებულია დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე და დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე.