დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITE Hong Kong იყო წარმოდგენილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITE Hong Kong იყო წარმოდგენილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით გააცნო.
ვირტუალური სათვალეების საშუალებით, გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეცნობოდნენ. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2025 წლის 5 თვეში, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.