დაცული ტერიტორიების სააგენტომ გარეჯობის სახალხო დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გარეჯობის სახალხო დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა.
გარეჯობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ გაიმართა, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეროვნული პარკების სტენდი წარადგინა.
სააგენტოს სტენდს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ესტუმრა.
ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს, ასევე უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, რომელიც ვიზუალური და ტექსტუალური მასალების საშუალებით იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია როგორც ბუნების კონსერვაციის, ისე ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.