დაცული ტერიტორიების სააგენტოს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა

2013 წლის 20 დეკემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს დონორთათვის სააგენტოს მიერ 2013 წლის მანძილზე განხორციელე-
ბული საქმიანობებისა და 2014 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა წარმოადგენდა.

შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი რატი ჯაფარიძე უძღვებოდა, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია სააგენტოს მიერ დონორთა მხარდაჭერით ბოლო წელს შესრულებული ისეთი საქმიანობების შესახებ, როგორებიცაა: დაცული ტერიტორიებისათვის საჭიროებისამებრ მენეჯმენტის გეგმების შემუშავება, ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ეროვნულ პარკებში, ბიომრავალფეროვნების დაც-ვისაკენ მიმართული ღონისძიებები დაცულ ტერიტორიებზე და სხვა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნი ნინი შარაშიძე წარსდგა.

მოწვეულ სტუმართა შორის სააგენტოს პარტნიორი თუ პოტენციური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა (USDoI-ITAP), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი (KfW), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ტრანს-სასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო (TJS) და სხვა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების თანამშრომლები.

საკოორდინაციო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინა-რეობდა, დონორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფრომაციას თითოეულის მიერ დაცული ტერიტორიების განვი-თარების საქმისთვის გაწეულ შრომისა და მათ მიერ განხორ-ციელებულ პროექტების შესახებ და ასევე, დაეგეგმათ მომავალი წლის სამოქმედო სტრატეგია.