დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ინიციატივით, 2024 წლის გამორჩეული 27 რეინჯერი დაჯილდოვდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ინიციატივით, 2024 წლის გამორჩეული 27 რეინჯერი დაჯილდოვდა.
რეინჯერების შერჩევა SMART პატრულირების და მონიტორინგის სისტემის მეშვეობით განხორციელდა. SMART პატრულირებისა და მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ხელს უწყობს რეინჯერთა ოპერატიულ და ეფექტიან საქმიანობას ბუნების დაცვის, მონიტორინგის და სამართალდარღვევების აღრიცხვის მიმართულებით.
კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) უკვე მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დაცული ტერიტორიების განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და წახალისებაში. ამჟამად, ფონდი 13 ეროვნული პარკის ადმინისტრაციას უჭერს მხარს, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება სააგენტოს საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში.