ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ადიგენის რაიონში, ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე 6400 კვ.მ და 530 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვადლებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში, მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:
✅ ხის კოტეჯებს (არანაკლებ ათი ერთეული),
✅ ვიზიტორთა ცენტრს
✅ კაფეტერიას
✅ დასასვენებელ ფანჩატურებს (არანაკლებ შვიდი ერთეული)
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს: https://bit.ly/2QzUJ2F