ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე ტურისტული მომსახურების გაწევის და ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გორდში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 6147 კვ.მ. მიწის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:
✅ კანიონის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასასვლელი ჩაკიდული
საფეხმავლო ხიდის მოწყობას
✅კანიონის მთავარ შესასვლელ პუნქტამდე დასაბრუნებელი საფეხმავლო ბილიკის მოწყობას
✅საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ არანაკლებ 4 ერთეული კანიონზე გადასახედის მოწყობას
✅არანაკლებ 3 ერთეული ფანჩატურის მოწყობას
✅არანაკლებ 5 ერთეული მოსასვენებელი სკამის განთავსებას
✅არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობას
✅ზიპლაინის მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად
✅აღნიშნული ინფრასტრუქტურით ტურისტული მომსახურების გაწევას უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს