ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე წყალმცურავი საშუალებებით ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების, ახალქალაქის რაიონში, ბარალეთში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში ახალქალაქის რაიონში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან დასასვენებელი კომპელექსის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია არ შემოიფარგლებოდეს) ნავმისადგომს, ვიზიტორთა ცენტრს, კაფეტერიას, სველ წერტილს) მოწყობა სსიპ -დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად და აღნიშნული ინფრასტრუქტურით ტურისტული მომსახურების გაწევა უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
ასევე, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს არანაკლებ 2 (ორი) ერთეული ელექტრო ძრავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალების (პონტონი, ნავი და ა.შ.) შეძენა და უზრუნველყოს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს