ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება

ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება.
საგრანტო კონკურსისთვის „ეკონომიკური გაძლიერებისა და შემოსავლების მომტანი საქმიანობების ხელშეწყობა ქალებისთვის“ განაცხადების მიღება დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებსა და ქალთა ჯგუფებს, რომლებსაც უკვე აქვთ დაწყებული შემოსავლის მომტანი საქმიანობა.
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
კონკურსი ჩატარდება: 2025 წლის 23 ივლისს, 11:00 საათზე
მდებარეობა: ასოციაცია „ტოლერანტის“ დარბაზი, ახალციხე, რუსთაველის ქუჩა N47
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 ივლისი, 17:00 საათამდე
გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმა: https://shorturl.at/cbN1V
განაცხადი უნდა წარადგინოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ჯამური საგრანტო ბიუჯეტი: 40 000 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ცირა მესხიშვილი – 599 51 36 22
წარმატებებს გისურვებთ!