განცხადება ეკოტურისტულ პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით

2017 წელს, წინა წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მარტვილისა და ოკაცეს კანიონებსა და პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში. რა თქმა უნდა, გვახარებს დაცული ტერიტორიების პოპულარობის ზრდა, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებთ. თუმცა ზემოხსენებულ ადგილებში ვიზიტორთა რაოდენობა გასცდა იმ დასაშვებ ზღვარს, რომლის ზემოთაც იქმნება დაცული ტერიტორიის (ამ შემთხვევაში - ბუნების ძეგლების) ბუნებრივი მდგომარეობის გაუარესების რისკი. მაგალითად, პრომეთეს მღვიმეში დაფიქსირდა ერთ დღეში 2300 ვიზიტორი მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში მღვიმეში, მისი გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, ვიზიტორთა მაქსიმალური რეკომენდირებული რაოდენობა არის 2 000. კიდევ უფრო გადატვირთულია მარტვილის კანიონი, რომელსაც დღეში 2 500 მეტი ვიზიტორი სტუმრობს. 3 250 ტურისტი ეწვია სათაფლიას. ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია შეფერხებები და სერვისების მიწოდების ხარისხის გაუარესება, რაც ეწინააღმდეგება როგორც სააგენტოს, ისე ვიზიტორების ინტერესებს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, რიგ დაცულ ტერიტორიებზე სერვისების საფასური გაიზრდება. ასევე დღეიდან, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, ზემოხსენებულ ოთხ დაცულ ტერიტორიაზე საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებზე დიფერენცირებული ფასები ამოქმედდება. გაზრდილი შემოსავლები მოხმარდება არსებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების დახვეწას და ხარისხის გაუმჯობესებას. ფასების ზრდა ამ ეტაპზე არ შეეხება იმ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებთანაც სააგენტოს გაფორმებულიაქვს ხელშეკრულება. არსებული ფასები ძალაში დარჩება ამ ხელშეკრულებების ვადის გასვლამდე.


ძველი და ახალი ფასების შედარება  

მომსახურების ახალი ტარიფები