შიდა ქართლში, ტანას აღკვეთილის მიმდებარე თემებისთვის მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსება იწყება

შიდა ქართლში, ტანას აღკვეთილის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული კომპანია ა(ა)იპ აგრო სერვის კონსალტინგია. აღნიშნული კომპანია ფასილიტაციას გაუწევს მცირე საგრანტო კონკურსების ორგანიზებისა და მენეჯმენტის პროცესებს.  აღნიშნული პროექტი ემსახურება ტანას აღკვეთილის მახლობლად მცხოვრები ადგილობრივი თემების გაძლიერებას, მათი შინამეურნეობის განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

ინფორმაცია აღნიშნული ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

ტანას აღკვეთილის მიმდებარე მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საგრანტო პროექტების დაფინანსება, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის არსებული საგრანტო პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია GOPA.