ტრენინგი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით, პროგრამის - „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიოებში (WMTRII)” ფარგლებში, სააგენტოს და ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის ნარჩენების მდგრადი მართვის თემატიკაზე ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგზე ისაუბრეს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ნარჩენების მართვის დაგეგმვის შესახებ. ასევე, განიხილეს თბილისის ეროვნული პარკის მაგალითზე მიღებული გამოცდილება.

ნარჩენების მართვის კოდექსი ძალაში 2015 წელს შევიდა და მისი მიზანი ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობაა. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის აქტუალურია, თითოეული ტერიტორიული ადმინისტრაციისთვის მართვის გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია.