ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.
მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. კინჩხას მიდამოები, 843 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 29.738 E42 33.032
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ხონი. თბილისიდან ხონი დაშორებულია 260 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. ხონი - სოფ. კინჩხა - 26 კმ; ხანგრძლივობა - 40 წთ;
სოფ. გორდი, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი - სოფ. კინჩხა - 5 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. კინჩხა - ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 2,1 კმ; ხანგრძლივობა - 25 წთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი);
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: სამეგრელოს ბუნების ძეგლების კოლმპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - ხათუნა გელენიძე
ტელ: 539 54 15 22 | ელ.ფოსტა: samegrelo.okatse@gmail.com