ჭაჭუნას აღკვეთილის დამატებითი ღირსშესანიშნაობები
დედოფლისწყაროს რეგიონი გამოირჩევა მრავალი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით:
- Vს-ის ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე (დაარსებულია ვახტანგ გორგასალის მიერ). იგი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან ჩრდილოეთით 4 კილომეტრში, კირქვიან ციცაბო კლდეებზე. მგზავრობას რაიონული ცენტრიდან ციხე-ქალაქამდე ავტომანქანით სჭირდება 15 წუთი. ციხეზე შესაძლებელია ფეხით ასვლა.
- V-VIს-ის წმინდა ელია თეზბითელის სახელობის ეკლესია ელიის მთაზე. იგი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 3 კილომეტრში, ელიის მთის თხემურ ნაწილში კირქვიან კლდეზე. მგზავრობას რაიონული ცენტრიდან ელიის მთამდე ავტომანქანით სჭირდება 10 წუთი. კლდის შუაგულში, 60 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ეკლესიაში შესაძლებელია ფეხით ასვლა.
- ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი (Xს.) სოფ.ოზაანის მახლობლად, რომელიც შემკულია Xს-ის უნიკალური ფრესკების ფრაგმენტებით. ტაძარი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით 19 კილომეტრში, ფართოფოთლოვან ტყეში. მგზავრობას რაიონული ცენტრიდან ტაძრამდე ავტომანქანით სჭირდება 30 წუთი.
- სერაფიმე საროველის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი (XVIIIს.) სოფ. სამრეკლოში. ტაძარი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან აღმოსავლეთით 3 კილომეტრში. ტაძრამდე ავტომანქანით მისვლას სჭირდება 10 წუთი.
- ხირსის მამათა მონასტერის კომლექსი (VIIIს.), სადაც სტეფანე ხირსელის (ცამეტ ასურელ მამათაგან ერთერთი) საფლავი მდებარეობს. მონასტერი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან ჩრდილოეთით 25 კილომეტრში, ალაზნის დაბლობის სამხრეთ ნაწილში შემაღლებულ გორაზე. მგზავრობას რაიონული ცენტრიდან ტაძრამდე ავტომანქანით სჭირდება 30 წუთი.
- დედოფლისწყაროს მღვიმის კომლექსი (X-XIს.), კლდეში ნაკვეთი ტაძარი, რომელიც შემკულია ფრესკების ფრაგმენტებით. კომპლექსი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 20 კილომეტრში, ივრის ზეგანზე. ავტომანქანით მგზავრობას სჭირდება 30 წუთი. კლდეში ნაკვეთ ტაძარში შესაძლებელია ფეხით ასვლა.
- ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმი სოფ.მირზაანში (მუზეუმში ფიროსმანის ნახატების ორიგინალებია განთავსებული). მუზეუმი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით 25 კილომეტრში. ავტომანქანით მგზავრობას სჭირდება 30 წუთი.