დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი
ნატო სულთანიშვილი
ელ.ფოსტა: nato.sultanishvili@apa.gov.ge
განათლება/კვალიფიკაცია
-
2010 წლიდან არის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
-
2007-2009 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი;
-
2001-2007 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტი;
-
1999-2001 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტზე, ბიოლოგის მაგისტრატურაზე;
-
1995-1999 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ში ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, მოიპოვა ბიოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
-
2017 წლიდან - დღემდე - დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
-
2014 -2017 წლებში იყო განათლების პროექტების სამსახურის უფროსი, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში;
-
2013 -2014 წლებში იყო გარემოსდაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსი, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში
-
2008 - 2013 წლებში იყო განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი განათლებისა და ინტერპრეტაციის დარგში; სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში;
-
2008-2009 წლებში იყო მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ბიოლოგიის ინსტიტუტში.