წაბლნარის ბილიკი

 

 

/ 7კმ, 1 დღე, საფეხმავლო, მარტივი /

მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე და იწყება დაგეგმარებით ბუფერულ ზონაში მოქცეულ სოფელ ჩაქვისთავში არსებულ ვიზიტორთა ცენტრიდან. ტურისტული მარშრუტი საფეხმავლოა და შემეცნებით-გასართობი დანიშნულლებისაა. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი.

ბილიკი მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას. ვიზიტორთა ცენტრიდან 2 კმ-შია კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღემატება. ჩანჩქერთან, ველური ბუნების წიაღში მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი. ჩანჩქერიდან 1 კმ-ის დაშორებით, კლდეებს შორის, მოედინება მდინარე, რომელიც ქმნის მორევს. აქ მრავლადაა კალმახი. მდინარის ნაპირას არის საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.


 

ფოტო გალერეა

ჰიფსომეტრიული რუკა