ცივწყარო


 

/ 15 კმ, 2-დღიანი, საფეხმავლო, საშუალო სირთულის /

ორდღიანი მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 260 მ-ზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. დასაწყისი წარმოდგენილია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი შერეული ტყით, ბილიკის დასასრულს კი ტყის 70% წიფლნარია. გარდა მცენარეული საფარისა, შესაძლებელია მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. აქ ვიზიტორებისათვის მოწყობილია ტურისტული თავშესაფარი 8 კაცზე, სველი წერტილი, ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები.

მეორე დღეს ვიზიტორი მოხვდება ხელუხლებელი მრავალწლიანი წიფლის კორომებისა და ულამაზესი წყაროების გარემოცვაში. მათ სიახლოვეს მოწყობილია საპიკნიკე ადგილები. აღნიშნულ მარშრუტზე ძირითადად გვხვდება ხელუხლებელი ტყე, სადაც შესაძლებელია მოეწყოს სამეცნიერო დაკვირვებები ფლორასა და ფაუნაზე.

 გიდები: 

  • გელა კონცელიძე – +995 (555) 56 63 34
  • მანუჩარ კონცელიძე – +995 (555) 46 61 84
  • ზორბეგ კონცელიძე – +995 (557) 56 45 79
  • ზია კონცელიძე –  +995 (555) 55 91 22



ფოტო გალერეა

ჰიფსომეტრიული რუკა