პრომეთეს მღვიმის ბილიკი
საშუალო სირთულის საფეხმავლო და სანაოსნო მარშრუტი, იწყება მღვიმის ვიზიტორთა ცენტრიდან, გრძელდება კარსტრულ მღვიმეში და მიემართება მღვიმის გამოსასვლელისაკენ. გზად გაივლის არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთეს, იბერიის დარბაზებს და ვიზიტორის სურვილისამებრ, მთავრდება ქვეითი ან სანაოსნო გზით.