მარტვილის კანიონი

 

 

მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ვიზიტორთა ცენტრი: სოფ. ინჩხური

ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი  ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.

ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

 

მომსახურების სახეები და ღირებულება

  • ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო

  • ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.5 ლარი;

  • ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 12 ლარი. 
  • ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 20 ლარი;
  • მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო
  • ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) - უფასო
 

დამატებითი სერვისები

  • სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი (არ შედის ბილეთები)
 

  

თუ ყიდულობთ ფასდაკლებულ ბილეთს საქართველოს მოქალაქესთვის, აუცილებელია ადგილზე წარადგინოთ მოქმედი პირადობის დამადასტურებული მოწმობა ან პასპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტზე შესასვლელად დაგჭირდებათ სტანდარტული ბილეთის შეძენა.

ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.


სამუშაო საათები: 10:00-დან  20:00 საათამდე

სამუშაო დღეები: ყოველდღე

 

შენიშვნა:

  • ვიზიტორთა უსაფრთხოებისათვის, სანაოსნო მონაკვეთზე გასვლა წვიმასა და თოვლში აკრძალულია წყლის დონის მომატებიდან გამომდინარე
  • ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. აქტიური სეზონი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • ნავის მართვაში მენავესთან ერთად მონაწილეობენ ვიზიტორებიც. ასევე ნავით გასეირნება შეუძლიათ ბავშვებს რომლის სიმაღლეცაა 120 სმ
  • ნავში შესაძლებელია 6 ადამიანის განთავსება
  • სასურველია ჩაიცვათ სპორტულად და თავისუფლად, სპორტული ფეხსაცმელი.

 

ვიზიტორების უსაფრთხოებისა და ბუნების ძეგლის შენარჩუნების მიზნით ვიზიტორებს ბილიკზე გადაადგილებისას ეკრძალებათ:

  • ბილიკით სარგებლობა არასამუშაო საათებში
  • ხეებზე და კლდეზე ასვლა, მოაჯირზე ჩამოჯდომა, სირბილი, ხტუნვა ბილიკებზე, ხიდებზე და გადასახედებზე
  • გადასახედ პლატფორმებზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტის გადაადგილება
  • 14 წლამდე მოზარდების შესვლა ზედამხედველის გარეშე
  • ბილიკზე გადაადგილება არაფხიზელ მდგომარეობაში
  • ნავიდან გადმოსვლა სანაოსნო ტურის განმავლობაში
  • სანაოსნო მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხოების ჟილეტის გარეშე
  • ნაგვის დაყრა
  • ბუნებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება, წარწერების გაკეტება
  • ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება
  • ხმაური
  • მცენარეების მოწყვეტა
  • სიგარეტის მოწევა
  • შინაური ცხოველის შეყვანა ბილიკზე
  • ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილება
  • ველოსიპედითა და მოტორიანი ტრანსპორტით გადაადგილება
  • ბანაობა
  • თევზაობა
  • ბილიკზე გადაადგილება მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით
  

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - ანი წიქარიშვილი

ტელ: 595 80 54 55  |   ელ-ფოსტა: samegrelo.okatse@gmail.com 

გვიპოვეთ Google Map-ზე