ნავენახევის მღვიმე

ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნავენახევში მდებარეობს.
ვიზიტორთა ცენტრი: სოფ. ნავენახევი.
განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ი მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.
ადგილზე თქვენ დაგხვდებათ:
- ვიზიტორთა ცენტრი
- ამფითეატრი
- კაფეტერია
- სუვენირების მაღაზია
- საგანმანათლებლო სივრცე
- საბავშვო გასართობი სივრცე

მომსახურების სახეები და ღირებულება
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი 6 წლიდან 18 წლამდე საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისათვის - 5.50 ლარი;
- ბილეთი საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის - 5 ლარი
- ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა (ევროპული ახალგაზრდული ბარათი) - 5.60 ლარი
- ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 8 ლარი. (საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!);
- სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 12 ლარი;
- ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის (ევროპული ახალგაზრდული ბარათი) - 8.40 ლარი
- მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო;
- ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) - უფასო;
- „VIP მომსახურება“ - ვიზიტორთა შესვლას და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს, პერსონალური, ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით - 200 ლარი + ბილეთი
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. თბილისი - ქ. ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი - ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი 7 კმ. ხანგრძლივობა - 15 წთ.
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
თეონა ცხადაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ტელ: 593 78 91 78
ალექსანდრე გიგინეიშვილი, სერვის მენეჯერი ტელ: 595 26 21 37 ელ-ფოსტა: aleqsandreg@gmail.com
