ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური სფაგნუმიანი ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის #271

3 მარტივ, საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების განმავლობაში შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4 მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს გადაღება. გარდა ტურებისა, მსურველებს სფაგნუმის ტორფნარზე ჭაობის თხილამურებით გასეირნების საშუალებაც აქვთ. 






ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

  • საკონფერენციო დარბაზი (15 ადამიანზე) - 200 ლარი;
  • ჭაობის თხილამურები - 20 ლარი;
  • ჭოგრიტი: 1 დღე - 10 ლარი.

ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი) და შემოდგომა (ოქტომბერი).
  • მწერიჭამია დროზერას ნახვა შესაძლებელია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

განთავსება

  • ვიზიტორთა ცენტრში არსებული სასტუმრო 1 ადამიანი 1 დღე - 2 ადამიანი - 150 ლარი;
თამარ გოგიტიძე,ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი, ტელ: 577 10 18 97
ელ-ფოსტა: tamar7gogitidze@gmail.com

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე