სიახლეები

09 თებერვალი 2018

ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სააგენტოში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართლების მოსწავლეებს ეკოსაგანმანათლებლო სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა ნატა სულთანიშვილმა ისაუბრა დაცული ტერიტორიებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტრიტორიების შესახებ.

06 თებერვალი 2018

დაცულ ტერიტორიებზე, 2018 წლის იანვარში, ვიზიტორთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 94%-ით.

04 თებერვალი 2018

ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, ალგეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

28 იანვარი 2018

საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაძლიერება

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2017 წლის მიღწევები გააცნო.

25 იანვარი 2018

კავკასიაში პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, საწურბლიას მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც მოწყობილ თანამედროვე ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო.

22 იანვარი 2018

კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, სააგენტოს თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

22 იანვარი 2018

ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, სააგენტოს თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

21 იანვარი 2018

ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად ნავენახევის მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერა.

09 იანვარი 2018

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2017 წელს 950 000-ს გადააჭარბა

2017 წლის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მოიმატა და 954 397 შეადგინა.

08 იანვარი 2018

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის - „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ (CCCD) - ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს  ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე: „შესაძლებლობების გაძლიერება ჰაბიტატებისა და ფიტოპათოლოგიის გაუმჯობესებული მონიტორინგისათვის“.

08 იანვარი 2018

ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2018 წლის 18 იანვარ 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) გაიმართება ,,ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“ საჯარო განხილვა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“  განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com

08 იანვარი 2018

"კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“ საჯარო განხილვა

2018 წლის 16 იანვარს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) გაიმართება ,,კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“   საჯარო განხილვა.

15 დეკემბერი 2017

ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვისა და განვითარების გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი - ,,ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვისა და განვითარების გეგმა“ შემუშავდა 2017 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ნეძვის აღკვეთილის ტყეების მართვას და სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვას. 

10 დეკემბერი 2017

თბილისის ეროვნული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის გახსნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, ესტონეთის ელჩთან საქართველოში კაი კაარელსონთან ერთად, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის ტურისტული ინფრასტრუქტურა ოფიციალურად გახსნა.

04 დეკემბერი 2017

მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის განხილვა