სიახლეები

ელექტრონული აუქციონი!
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს სათაფლიის აღკვეთილში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით თოკების პარკის და ჩქაროსნული ჩამოსასვლელის (როლერის) მოწყობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მათი ოპერირების თაობაზე.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს:
http://bit.ly/2Xoos01

ელექტრონული აუქციონი!
ელექტრონული აუქციონი!
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზედაზნის ტყის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ნაწილზე 75 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.
ვიზიტორთა ცენტრი
ღამის გასათევ კოტეჯები (არანაკლებ 120 ერთეული)
საკონფერენციო სივრცე (არანაკლებ 2 ერთეული)
კვების ობიექტები
გამაჯანსაღებელ კომპლექსი
ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონა
დამხმარე ნაგებობები (მაგ: სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, სამედიცინო პუნქტი, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის განკუთვნილი ნაგებობა)
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს:

ელექტრონული აუქციონი!

მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათავლიერა.
მარტვილის კანიონს 2018 წელს, 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%- უცხოელი იყო.
ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ეწყობა ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები.
2018 წელი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. საქართელოს ეროვნულ პარკებს, რეკორდული რაოდენობის - 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
მსოფლიოში არსებული ტრენდის შესაბამისად, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით. შედეგად, კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს - ხის კონსტრუქტიცია შეიცვალა მეტალის კონსტურქციით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლების და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 120 328 ლარი დაიხარჯა.

ელექტრონული აუქციონი!
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე 6000 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
აღნაგობის უფლებით გადაცემის მიზნით (სასტუმროს და კაფეტერიის აშენება/მოწყობის მიზნით) ელექტრონული აუქციონის გამოცხადების თაობაზე.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს:

ელექტრონული აუქციონები
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს მარტვილის კანიონში და სოფელ კინჩხაში არსებული ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით ზიპლაინის ატრაქციონების მოწყობისა და მათი უსაფრთხოების ნორმების / სტანდარტების დაცვით ოპერირების თაობაზე.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკებს:

ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის 19 მარტს გაიხსნება
ოკაცეს კანიონზე სარაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორები კანიონის დათვალიერებას 19 მარტიდან შეძლებენ. კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის საფარი, შემოწმდა უსაფრთხოების ნორმები. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტენდერი თოკების პარკის ატრაქციის მშენებლობაზე
ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია, სოციალური და ეკონომიკური განვითარების გზით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი თვით-მედეგობის გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი მთავრობისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და სისტემების განვითარებასა და დაგეგმვაში. RDFG მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ჩართულობა, ინოვაციები და ადვოკატირება. ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან სერვისებისა და შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნის მიზნით, ასევე, არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩართულობისა და მათი საჭიროებების გამოვლენის უზრუნველსაყოფად.
ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის", სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ახორციელებს პროექტს - "სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" - ასე ეწოდება ოთხწლიან პროექტს, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ENPARD-ის პროექტის მიზანს წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ასოციაციის მიერ განვითარების პროექტების დაფინანსების გზით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ასოციაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გფა კონსალტინგ გრუპთან თანამშრომლობით აცხადებს ერთობლივ ტენდერს მანგლისში "თოკების პარკის" ატრაქციის მშენებლობაზე.
ტენდერის ტექნიკური დავალება და პირობები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
** კომპანიის სრული დასახელება;
** საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
** მისამართი;
** ტელეფონი;
** საბანკო რეკვიზიტები;
** თანდართული ტექნიკური დავალების მიხედვით, მასალების, შესასრულებელი სამუშაოების და აღჭურვილობის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით, ასევე საერთო ჯამი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მასზედ რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 27 მარტს 18:00 საათამდე. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.
სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2019 წლის 28 მარტს, 15:00 საათზე. ტენდერში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნის პროცედურას, გთხოვთ შეგვატყობინოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: smalashkhia@rdfg.ge
სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: გ. ისაკაძის (ყოფილი ვაზისუბნის) ქ.#4, თბილისი, 0160, საქართველო. გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი თოკების პარკის ატრაქციის მშენებლობაზე".
Association Rural Development for Future Georgia (RDFG)
http://www.rdfg.ge
http://www.facebook.com/WWW.RDFG.GE

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ინტერესის სფეროს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების დაცვა, აგრეთვე რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. შესაბამისად, ამ ეტაპზე სააგენტო დაახლოებით 2500-მდე მსგავს პროექტს ახორციელებს მსოფლიოს 108 ქვეყანაში. საქართველოში საფრანგეთის განვითარების საგეენტოს მისიის წარმომადგენლობა 2016 წლიდან არის წამოდგენილი.

ნავენახევის მღვიმე გაიხსნადა ელის ვიზიტორება

ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 ლარი გამოიყო

სათაფლიის მღვიმე და კლდოვანი ბილიკი დროებით დაკეტილია

ეკოსაგანმანათლებლო ლექცია
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სააგენტოში სკოლა-გიმნაზია „აია-ჯესი“-ს მოსწავლეებს ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ. მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ ისტორიებიც მოისმინეს.

,ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება დაცული ტერიტორიებისთვის
დაცული ტერიტორიების სააგენტოში 4 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის ეკოსაგანმანათლებლო პროეგრამები შეიმუშავეს.
პროგრამები შემუშვდა ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტიორიებისთვის. შეიქმნა ეკოსაგანმანათლებლო პროგრამები, სადაც გამახვილებულია ყურადღება დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ძირითადი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების შესახებ, ასევე გაიწერა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელთა განხორციელება შესაძლებელი იქნება დაცულ ტერიტორიებზე საველე გასვლის დროს.
პროექტის შედეგად შემუშავებული ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ხელს სეუწყობს სკოლის მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნიობიერების ამაღლებას და ბუნებაში ქცევის წესების გამომუშავებას.