დაცული ტერიტორიების სააგენტო ღია კონკურსს აცხადებს!

შექმენი საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის (მასკოტი) დიზაინი

გიყვარს ბუნება? გაგვიზიარე შენი ხედვა, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული პარკების ხასიათს

შემოგვიერთდი კონკურსში!

სახასიათო გმირი იქნება ეროვნული პარკების მთავარი სიმბოლო, რომელიც გააძლიერებს ბრენდს, გააღრმავებს გარემოსდაცვით ცნობიერებას, წაახალისებს ეკოტურიზმს და შექმნის ემოციურ კავშირს ბუნებასა და საზოგადოებას შორის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ დიზაინერებსა და ილუსტრატორებს, ასევე გუნდებს (არაუმეტეს სამი წევრი), განურჩევლად ასაკისა და პროფესიული გამოცდილებისა.

მონაწილეობისთვის:

  • შექმენი უნიკალური გმირი — შეიძლება იყოს რეალური ცხოველი ან გამოგონილი პერსონაჟი
  • გამოგვიგზავნე ვიზუალური დიზაინი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ელ. ფოსტაზე: Ketevani.Moralishvili@gopa.de

ნამუშევრების მიღება: 20 მაისი – 15 ივნისი

მთავარი პრიზი: ფულადი ჯილდო 20,000 ლარი

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულებს:

1. დანართი “საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის დიზაინის კონკურსი“

2. დანართი „საქართველოს ეროვნული პარკების მიმოხილვა და ინფორმაცია სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესახებ“

3. დანართი „პროექტის მიზნები და ამოცანები“

4. დანართი „საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები“

5. დანართი „სახასითო გმირის ვიზუალური იდენტობის სარეკომენდაციო სახელმძღვანელო“

6. დანართი „საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის სახელის შერჩევის სარეკომენდაციო სახელმძღვანელო“

7.  დანართი „ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“

8. დანართი „ხშირად დასმული კითხვები (FAQ)“

 

გისურვებთ წარმატებებს!