ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

/დაარსდა 2021 წელს/

ერუშეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს მცირე კავკასიონზე, ე.წ. ერუშეთის მაღლობზე (ზეგანი), სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე. მოიცავს ასპინძისა და ახალციხის რაიონების ნაწილს: ვალეს, ასპინძას, ახალციხეს, მდინარე ურაველის ხეობას და მიმდებარე ტერიტორიებს.

 ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარს შეადგენს. 

 ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: 

  • ერუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, დიდი გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისათვის, რეკრეაციისათვის, ტურისტული საქმიანობისათვის, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, ეკოდერეფნების განვითარებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისათვის; 
  • ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა), რომელიც იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით, ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარებისათვის დაბალანსებული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად.