სიახლეები

11 date.sep 2013

საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი თბილისის ეროვნულ პარკში

2012 წლის 5 ივნისს დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელებას.

09 date.sep 2013

ველო ტური მოყვარულთათვის თუშეთის ეროვნულ პარკში

2013 წლის 6-8 სექტემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით თუშეთის ეროვნულ პარკში ველო ტური მოეწყო. 

04 date.sep 2013

ახალი სერვისი მტირალას ეროვნულ პარკში

2013 წლის 2 აგვისტოდან მტირალას ეროვნულ პარკის ადმინისტრაციაში ახალი სერვისი - ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ) ამოქმედდა.

27 date.aug 2013

ველო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

2013 წლის 25 აგვისტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ილიას ტბიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმართულებით ერთდღიანი ველო ტური მოეწყო.

26 date.aug 2013

ტური ფოტოგრაფებისათვის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

 2013 წლის 23-25 აგვისტოს  დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით მოხალისე ფოტოგრაფებისათვის  ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო-ტური მოეწყო.

26 date.aug 2013

კერძო სექტორის მხრადაჭერა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარებისათვის

2013 წლის 24  აგვისტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილები ლაშა მოისწრაფიშვილი და ბაკურ კვარაცხელია, კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამების რეგიონული დირექტორი დენიელ სეპიკი და პროკრედიტ ბანკის 50 თანამშრომელი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს  ეწვივნენ და იქ არსებული 5 კილომეტრიანი ტურისტული მარშრუტის  - „მაჭისციხის“ აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

26 date.aug 2013

ნავებით მომსახურების სერვისი პრომეთეს მღვიმეში აღდგენილია

 გვსურს პრომეთეს მღვიმის ყველა ვიზიტორს კიდევ ერთხელ ბოდიში მოგიხადოთ  ამ დრომდე მღვიმეში ნავებით სარგებლობის სერვისის შეფერხების გამო

23 date.aug 2013

ლაგოდეხის ველო ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!

 ველოსიპედების ტრანსპორტირება განხორციელდება  Iveco-ს ტიპის გადახურული სატვირთო მანქანის საშუალებით. ადგილის ეკონომიის გათვალისწინებით, ველოსიპედებს ტრანსპორტირებისას ჩაეხსნებათ წინა თვლები.

23 date.aug 2013

პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა საყურადღებოდ!

 გვსურს ბოდიში მოგიხადოთ  მღვიმეში ნავებით სარგებლობის სერვისის შეფერხების გამო

22 date.aug 2013

ველო ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!

მათ საყურადღებოდ, ვინც გაიარა რეგისტრაცია: შეკრება - 2013 წლის 25 აგვისტოს, დილას 08:00 საათზე, სპორტის სასახლესთან.

21 date.aug 2013

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სხდომა

2013 წლის  21 აგვისტოს, 12 საათზე კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში განვითარების ფონდის საერთო კრება გაიმართა.

21 date.aug 2013

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2013 წლის 20 აგვისტოს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე და საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრები

20 date.aug 2013

ილიას უნივერსიტეტის მულტიდისციპლინური ექსპედიცია თუშეთში

8-დან 18 აგვისტოს ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ეგიდით მოეწყო კომპლექსური მულტიდისციპლინური  კვლევითი ექსპედიცია თუშეთის ეროვნულ პარკში გეოლოგიის, ეთნოგრაფიის, გეოფიზიკის და ბუნებრივი მრავალფეროვნების შესწავლის კუთხით.

16 date.aug 2013

ველო ტური მოყვარულთათვის ილიას ტბა - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

 2013 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით ეწყობა ერთდღიანი ველო ტური ილიას ტბიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმართულებით.

15 date.aug 2013

აუქციონი 4 დაცულ ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადაცემის მიზნით

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტო"-ს სარგებლობაში გადასაცემად აუქციონზე გამოაქვს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის  ტურისტული ინფრასტრუქტურა და გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე 5 შენობა.