თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

 

მოგზაურობისას გთხოვთ გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციები.

/ შეიქმნა 2003 წ. /

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს და ეროვნულ პარკს მართავს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, რომელიც მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვემო ალვანში, ხოლო, საზაფხულო ადმინისტრაცია - თუშეთში, სოფ. ომალოში. 

ტერიტორიის საერთო ფართობია - 113 660.20 ჰა

ეროვნულ პარკში მდებარეობს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა, სადაც ასევე განთავსებულია სასტუმრო ნომრები, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფები.

ადმინისტრაციაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაგეგმონ სხვადახვა სახის ტურები და მიიღონ ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ. ასევე შესაძლებელია გიდის, ცხენის ან ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი, რომლებიც თუშეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტების უდიდეს ნაწილს მოიცავს. 


მისამართი: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ალვანი / თუშეთი, სოფ. ომალო

ფეისბუქის გვერდი: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: გიორგი ბაკურიძე ტელ: 577101892
ელ-ფოსტა: gio.bakuridze@gmail.com 

გიგა მრელაშვილი,    577 10 18 91

 mrelashviligiga@gmail.com


სერვისები

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე

ბილიკები

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ Google Maps-ზე