იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
/ შეიქმნა 1935 წ. /
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
მისამართი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა
ფეისბუქის გვერდი: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები/Imereti Caves Protected Areas
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - ბეტო მიქაძე (პრომეთეს მღვიმე)
ტელ: 577 10 14 17 | ელ-ფოსტა: beto.promete@gmail.com
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - მირზა კენჭაძე (სათაფლია)
ტელ: 595 08 60 59 | ელ-ფოსტა: mirzakenchadze@gmail.com
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - თეონა ცხადაძე (ნავენახევის მღვიმე)
ტელ: 593 78 91 78 | ელ-ფოსტა: tecxadadze@gmail.com
დირექტორი - ჯუმბერ ლელაძე
ტელ: 577 97 72 72
დაცვის უფროსი - დავით ჯიქია
ტელ: 577 772 888
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, 2007 წელს შეიქმნა, სათაფლიას ნაკრძალის ბაზაზე, შექმნის ისტორია იწყება 1935 წელს, სათაფლიას ნაკრძალის შექმნით, მის შექმნას საფუძვლად დაედო: მხარეთმცოდნის და პედაგოგის, პეტრე ჭაბუკიანის მიერ 1925 წელს სათაფლიას მღვიმის და 1933 წელს დინოზავრების ნაკვალევის აღმოჩენა.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა და საქართველოს დასავლეთ ნაწილში, იმერეთის რეგიონში მდებარეობს და ოთხ, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტს მოიცავს.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 439, 08 ჰა-ს შეადგენს და სათაფლიას ნაკრძალს (330 ჰა), სათაფლიას აღკვეთილს (34 ჰა), პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლს (46,6 ჰა) და კიდევ 15 ბუნების ძეგლს აერთიანებს. ადმინისტრაციული შენობა სათაფლიას აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ იმერთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას სათაფლიას აღკვეთილს, პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლზე, ნავენახევის და საწურბლიას ბუნების ძეგლებზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გააჩნია.
სათაფლიას აღკვეთილის ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები.
პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურა მოიცავს ვიზიტორთა ცენტრსა და კეთილმოწყობილ მღვიმეს. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მღვიმიდან გამოვიდნენ როგორც ფეხით, ასევე ნავით.
სათაფლიას ნაკრძალი
სათაფლიას ნაკრძალის ფართობი შეადგენს (330 ჰა), რომელიც მთლიანად წარმოდგენილია საშულო მთის სიმაღლის კოლხური ტყის ლანდშაფტით, ფლორისა და ფაუნის უნიკალური კოლხური წარმომადგენლებით.
ნაკრძალის 98% დაფარულია ტყით, გვხვდება 67 მერქნიანი და 482 ბალახოვანი მცენარე. 64 მერქნიანი სახეობა, განეკუთვნება 28 ბოტანიკურ ოჯახს, მათ შორის 30 ხეა, 34 ბუჩქი, 3 ხე ან ბუჩქი, 59 ფოთოლცვენია, 8 მარადმწვანე, 32 რელიქტურია, 63 ფარულთესლიანია, 4 შიშველთესლიანი.
მერქნიან მცენარეთაგან 2 სახეობაა კავკასიის ენდემი, კავკასიური ფიჭვი (Pinus sosnowskyi); კავკასიური მაყვალი ( Rubus caucasikus); 1 სახეობა: იმერული მუხა (Quercus imeretina, Quercus) საქართველოს ენდემი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია შემდეგი 9 სახეობა:კოლხური ბზა - (Buxus colchica); ჩვეულებრივი ხურმა - (Diospyros lotus); წაბლი - (Castanea); იმერეთის მუხა - (Quercus imeretina); დაფნა - (Laurus); ბროწეული - (Punica granatum); კოლხური ჯონჯოლი - (Staphylea colchica); ძელქვა - (Zelkowa carpinifolia); უთხოვარი - (Táxus baccáta);
მრავალფეროვანია ნაკრძალის ცხოველთა სამყარო, სათაფლიაზე გვხვდება უნიკალური სახეობა ქართული მთის რუხი ფუტკარი- ( Apis mellifera caucasica ), ამფიბიების 6 სახეობა, ქვეწარმავლებიდან გავრცელებული 6 სახეობა ეკუთვნის ხვლიკებს და 6 გველებს, ერთი სახეობა კავკასიური გველგესლა - (Vipera karnakovi). აქ ბინადრობს 39 სახეობის ფრინველი, რომელიც ეკუთვნის 19 ოჯახს და 8 რიგს. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები, თავისი ტერიტორიის სიმცირის გამო, არ გამოირჩევა ძუძუმწოვრების სიმრავლით. აქ სულ დაფიქსირებულია 28 სახეობის ძუძუმწოვრები. 5 რიგის 10 ოჯახის და 20 გვარის. თუმცა მდირარია ხელფრთიანებით.
აქ გვხვდება:წვრილი ძუძუმწოვრების 2 კავკასიის ენდემური სახეობა:კავკასიური ტყის თაგვი (Sylvaemus fulvipectus), შავი ვირთაგვა (Rattus rattus);
საქართველოს წითელი ნუსხის 2 სახეობა: კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), ყურგრძელი მღამიობი (Myotis bechsteini Kuhl).
ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი - ლაშა ერბელიძე
ტელ: 595 08 60 58 | ელ-ფოსტა: l.erbelidze@gmail.com
დირექტორი - ჯუმბერ ლელაძე
ტელ: 577 97 72 72
გოჩა ყუბანეიშვილი
ტელ: 577 10 18 99
სათაფლიას აღკვეთილი
სათაფლიას აღკვეთილი დაარსდა 2011 წელს, მისი ფართობია 34 ჰა, აღკვეთილის ტერიტორიაზეა განთავსებული სათაფლიას 2 მთავარი ღირსშესანიშნაობა, ცარცული პერიოდის დინოზავრების ნაკვალევი და სათაფლიას კარსტული მღვიმე. აღკვეთილის მთელი ტერიტორია მოიცავს ტურისტულ ზონას.
სათაფლიას აღკვეთილის ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, ფუტკრის მთა, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები, საბავშვო გასართობი და საგანმანათლებლო მოედნები.
ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი - მირზა კენჭაძე
ტელ: 595 08 60 59 | ელ-ფოსტა: mirzakenchadze@gmail.com
დირექტორი - ჯუმბერ ლელაძე
ტელ: 577 97 72 72
გოჩა ყუბანეიშვილი
ტელ:577 101899
იმერეთის ადმინისტრაციის შესმადგენლობაში შემავალი ბუნების ძეგლები
1. თეთრა მღვიმის ბუნების ძეგლი;
2. ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი ;
3. ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი ;
4. წყალწითელას ხეობის ბუნებიუს ძეგლი ;
5. იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი ;
6. საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი ;
7. ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი;
8. ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი ;
9. სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი;
10. მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი ;
11. საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი ;
12. ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი;.
13. დიდღელეს მღვიმის ბუნების ძეგლი;
14. ნაპრალოვანი ტბის ბუნების ძეგლი ;
15. მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი.
სერვისები - პრომეთეს მღვიმე / სათაფლია
როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე - პრომეთეს მღვიმე / სათაფლია /
ბილიკები - პრომეთეს მღვიმე / სათაფლია
სასტუმროები
რეგიონის ღირსშესანიშნაობანი
ფოტოგალერეა - პრომეთეს მღვიმე / სათაფლია
გვიპოვეთ Google Maps-ზე - პრომეთეს მღვიმე / სათაფლია