UNESCO - მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი საქართველოში

UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა.


2021 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას 4 დაცული ტერიტორია დაემატა. ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, მსოფლიოს სულ რაღაც 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ისეთი ცნობილი ბუნებრივი მემკვიდრეობების გვერდით, როგორებიცაა ამაზონის ტყე, შვეიცარიის ალპები, გრანდ კანიონის ეროვნული პარკი და სხვა.

დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად აღიარება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ოთხივე დაცული ტერიტორია წარმოადგენს კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება მოხდა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის IX და X კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურობას, ცოცხალ ეკოსისტემებსა და ცოცხალ გეოლოგიურ პროცესებს. კოლხეთის და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა  და ქობულეთის დაცული ტერიტორიები აღნიშნულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

იმისათვის, რომ ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის IX კრიტერიუმის შესაბამისად უნივერსალური მნიშვნელობის მქონე ობიექტად ჩაითვალოს, ის უნდა წარმოადგენდეს - „ხმელეთის, მტკნარი წყლის, ყურეებისა და ზღვების ეკოსისტემის, ასევე ფლორისა და ფაუნის განვითარებისა და ევოლუციის გამორჩეულ და მნიშვნელოვან მაგალითს გარკვეულ ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებში“.

რაც შეეხება X კრიტერიუმთან შესაბამისობას, ტერიტორიები „უნდა წარმოადგენდნენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების in-situ კონსერვაციისათვის ხელსაყრელ, დედამიწაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს ტიპურ ბუნებრივ ჰაბიტატებს, მათ შორის ისეთს, რომელიც შეიცავს გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, რომლებიც მეცნიერული საფუძვლების და მათი შენარჩუნების აუცილებლობის გამო განსაკუთრებით ღირებულია“.

UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტერიტორიები მდებარეობს საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ეს რეგიონები გამორჩეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, მრავალფეროვანი ეკოსისტემებით და გასაოცარი ლანდშაფტებით.  ტერიტორია მოიცავს დამახასიათებელ კოლხურ ეკოსისტემებს ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. მთავარ ეკოსისტემას წარმოადგენს უძველესი კოლხური ტყეები და  ჭარბტენიანი ტერიტორიები, განსაკუთრებით, ევროპასა და ევრაზიის მასშტაბით ჭაობებით გამორჩეულ კოლხეთის რეგიონში. ტერიტორია მოიცავს კოლხური ფლორისა და ფაუნის უმრავლეს ნაწილს, ასევე, მდიდარია მცენარეთა ენდემური სახეობებით. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი გამოირჩევა ერთიანობის მაღალი მაჩვენებლით - თავისი სრულყოფილებით, ხელუხლებლობითა და სერიოზული საფრთხეების არარსებობით.

სრული დოკუმენტაცია იხილეთ აქ:

Colchic Rainforests and Wetlands Nomination - Volume 1                    ჩამოტვირთე (PDF)
Colchic Rainforests and Wetlands Nomination - Volume 2                    ჩამოტვირთე (PDF)
Colchic Rainforests and Wetlands Nomination - Volume 3                    ჩამოტვირთე (PDF)
კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები                     ჩამოტვირთე (PDF)
- ნომინაციის დოსიე  
სურათები და რუკები                    ნახვა

 



AYAMJP https://pmsb.stikessuryaglobal.ac.id/sdana/ https://pmsb.stikessuryaglobal.ac.id/sluar/ https://pmsb.stikessuryaglobal.ac.id/smax/ https://pmsb.stikessuryaglobal.ac.id/stto/ https://pmsb.stikessuryaglobal.ac.id/s777/ https://pmsb.stikessuryaglobal.ac.id/sthai/ https://pmsb.stikessuryaglobal.ac.id/ssvr/ https://pmsb.stikessuryaglobal.ac.id/smpo/ https://www.pmb.poltekpar-nhi.ac.id/hitam/ https://www.pmb.poltekpar-nhi.ac.id/luar/ https://www.pmb.poltekpar-nhi.ac.id/maxwin/ https://www.pmb.poltekpar-nhi.ac.id/zeus/ https://www.pmb.poltekpar-nhi.ac.id/sl777/ https://www.pmb.poltekpar-nhi.ac.id/sto2/ https://www.pmb.poltekpar-nhi.ac.id/thailand/ https://www.pmb.poltekpar-nhi.ac.id/mpo/ https://tumurunmuseum.org/jepang/ https://elearning.polsa.ac.id/rusia/ https://ayamkuy.com https://istanakaktus.com https://ayamkuy.com https://cupangjp3.com https://madrasahku.minorrahman.sch.id/vendor/sl777/ https://madrasahku.minorrahman.sch.id/vendor/sto2/ https://madrasahku.minorrahman.sch.id/vendor/thailand/ https://tumurunmuseum.org/tiket/dana/ https://tumurunmuseum.org/tiket/hitam/ https://tumurunmuseum.org/tiket/luar/ https://tumurunmuseum.org/tiket/maxwin/ https://tumurunmuseum.org/tiket/qris/ https://tumurunmuseum.org/tiket/robopragma/ https://tumurunmuseum.org/tiket/sl777/ https://tumurunmuseum.org/tiket/sto2/ https://tumurunmuseum.org/tiket/thailand/ https://uml.ac.id/hitam/ https://stikessuryaglobal.ac.id/dana/ https://stikessuryaglobal.ac.id/hitam/ https://stikessuryaglobal.ac.id/luar/ https://stikessuryaglobal.ac.id/maxwin/ https://stikessuryaglobal.ac.id/qris/ https://stikessuryaglobal.ac.id/robopragma/ https://stikessuryaglobal.ac.id/sl777/ https://stikessuryaglobal.ac.id/sto2/ https://stikessuryaglobal.ac.id/thailand/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/dana/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/hitam/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/luar/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/maxwin/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/qris/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/robo/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/sl777/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/sto2/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/thailand/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/dana/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/hitam/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/luar/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/maxwin/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/qris/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/robopragma/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/sl777/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/sto2/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/thailand/ https://elearning.minorrahman.sch.id/dana/ https://elearning.minorrahman.sch.id/hitam/ https://elearning.minorrahman.sch.id/luar/ https://elearning.minorrahman.sch.id/maxwin/ https://elearning.minorrahman.sch.id/qris/ https://elearning.minorrahman.sch.id/robo/ https://elearning.minorrahman.sch.id/sl777/ https://elearning.minorrahman.sch.id/sto2/ https://elearning.minorrahman.sch.id/thailand/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/sdana/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/sluar/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/smax/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/stto/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/s777/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/sthai/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/sqris/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/robo/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/shitam/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/amerika/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/china/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/eropa/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/jepang/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/kamboja/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/rusia/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/taiwan/