აღკვეთილი

1996 წლამდე საქართველოში აღკვეთილის კატეგორია არ არსებობდა. იმ პერიოდში შექმნილი იყო სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობები, რომელთაც მართავდა საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველო. პირველი სამონადირეო მეურნეობა დაარსდა 1957 წელს გარდაბნის რაიონში. 1997 წლიდან საქართველოს კანონის „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ თანახმად, არსებული სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობების ბაზაზე შეიქმნა აღკვეთილები.

ამჟამად, იმ აღკვეთილებში, სადაც ადრე სატყეო-სამონადირეო მეურნეობები მოქმედებდა, სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, დაარსებულია სამონადირეო მეურნეობები. ეს აღკვეთილებია - გარდაბნის, ივრის, ჭაჭუნისა და ყორუღის. აღკვეთილის კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებები. მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარებაც. დღესდღეობით საქართველოში 19 აღკვეთილია და მათი საერთო ფართობი 59,857 ათას ჰა-ს შეადგენს.

 

აღკვეთილები: