ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი არის ეროვნული მნიშვნელობის მქონე შედარებით მცირე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარები ან ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტები. ბუნების ძეგლი შეიძლება იყოს მღვიმე, ხეობა, მდინარის დელტა, ტყის კორომი და სხვ.

პირველი სამი ბუნების ძეგლი საქართველოში დაარსდა 2003 წელს - საერთო ფართობით 314.5 ჰა. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - ალაზნის ჭალის (204.4 ჰა), არწივის ხეობისა (100.4 ჰა) და ტახტი-თეფას (9.7 ჰა) ბუნების ძეგლები. დღეისათვის უკვე 42 ბუნების ძეგლს აქვს მინიჭებული სტატუსი, მათ შორის 3 ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს, 5 ყაზბეგის ეროვნული პარკში, 19 კი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შემადგენილობაშია. 2 ბუნების ძეგლი ალგეთის ეროვნული პარკის, თითო-თითო კი თბილისის, ფშავ-ხევსურეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პაკების დაქვემდებარებაშია. დანარჩენი 9 ბუნების ძეგლი, რომლებიც დღესდღეობით არ იმყოფებიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართველობის ქვეშ წარმოდგენილი არიან სამეგრელოს რეგიონში მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

2014 წლის მდგომარეობით ბუნების ძეგლების საერთო ფართობი არის 2941,43 ჰა. 

ბუნების ძეგლები: