ეროვნული პარკი

საქართველოში პირველი ეროვნული პარკი, რომელსაც „საგურამოს ეროვნული პარკი“ ეწოდა, შეიქმნა 1973 წელს, ხოლო 1979 წელს ამ ბაზაზე ჩამოყალიბდა თბილისის ეროვნული პარკი, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.

ეროვნული პარკი ზოგადად იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, ეროვნული პარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციაში.

1995 წელს დაარსდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკი, რომელსაც „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“ ეწოდა.1998 წელს დაარსდა კოლხეთის, 2003 წელს თუშეთისა და ვაშლოვანის, ხოლო 2006 წელს - მტირალას ეროვნული პარკები. ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა მაჭახელასა და ჯავახეთის ეროვნული პარკები, ხოლო ალგეთის, საგურამოსა და ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალებს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭათ. უახლოეს მომავალში იგეგმება ყაზბეგისა და ალგეთის ეროვნული პარკების გაფართოება. ასევე, ცენტრალურ კავკასიონზე მყინვარების ეროვნული პარკისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის შექმნა.

ამჟამად, საქართველოში 11 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 349327,1 ათას ჰა-ს შეადგენს. ეს პარკებია: