გურიის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება

გურიის ეროვნული პარკი

გურიის ეროვნული პარკი მდებარეობს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 15 310 ჰექტარი.

ბიომრავალფეროვნება

ფლორა

გურიის ეროვნული პარკის ტერიტო­რია მოქცეულია გურიის ფლორისტული რაიონის საზღვრებში, რომელიც კოლხეთის ბოტანიკურ-გე­ოგრაფიული პროვინციის ნაწილია. რაიონი ჩრდილოე­თიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრუ­ლია მდინარე რიონის ქვედა წელით და იმერეთის დაბლობით, დასავლეთიდან - შავი ზღვით, აჭარის საზღვრამდე, აღმოსავლეთიდან - მდინარეების სუფსისა და ხანისწყლის წყალგამყოფი ლობოროტის ქედით, რომელიც ზღვის დონიდან 2850 მ-ზე, მწვერვალ მეფისწყაროდან ჩრდილოეთის მიმართულებით იყოფა, ხოლო სამხრეთიდან აჭარა-იმერეთის ქედის მონაკვეთით - მწვერვალ მეფისწყარომდე - და გურიის მთისწინეთით.

კოლხეთის ბოტანიკური პროვინციის ფარგლებში გვხვდება მცენარეულობის არაერთი ტიპი და ჰაბიტატი, რომლებიც დედამი­წაზე სხვაგან არც ერთ რეგიონში არ არის წარმოდგენილი.

გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შემდეგი ძირითადი სა­ხეობები და მათი ტყის ტიპებია გავრცელებული:

წიფლის ტყის ტიპები, რომლებიც წარმოდგენილია მარადმწვანე ქვე­ტყით (Fagus orientalis - Rhododendron ponticum, Fagus orientalis - Laurocerasus officinalis), აგრეთვე მაყვლით (Fagus orientalis - Rubus caucasica) და ხისებრი გვიმრით (Fagus orientalis - Dryopteris strutiopteris).

მურყნის/თხმელის ტყის ტიპები მაყვლის (Alnus glutinosa - Rubus caucasica) და სუბალპური შერეული ბალახეულობით (Alnus glutinosa - Subalpine mixtoherbosum). რცხილის ტყის ტიპები მარადმწვანე ქვეტყით (Carpinus caucasica - Rhododendron ponticum Carpinus caucasica - laurocerasus officinalis) და მაყვლით (Carpinus caucasica - Rubus caucasica).

სოჭის და ნაძვის ტყის ტიპები მარადმწვანე ქვეტყით (Abies nordmanniana - Laurocerassus officinalis), სუბალპური ბალახებით (Abies nordmanniana - Subalpine mixtoherbosum) და მოცვით (Abies nordmanniana - Vaccinium arctostaphylus).

მუხის ტყის ტიპი წარმოდგენილი პონტოს მუხით (Pontic oak - Subalpine mixtoherbosum).

განსაკუთრებული კონსერვაციული ღირებულების მქონე მცენარეთა სახეობებს შეიძლება მივაკუთვნოთ: დეკა (Rhododendrum caucasicum);

 

საქართველოსწითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ გვხვდება: წაბლი (Castanea sativa) - საქართველოს წითელი ნუსხა და პონტოს მუხა (Quercus pontica) - კავკასიის ენდემი, IUCN-ის წითელი ნუსხა - საფრთხეში მყოფი (EN), საქართველოს წითელი ნუსხა - მოწყვლადი(VU);

 

ენდემები და რელიქტები

მედგარი (Pulsatilla aurea) – საქართვეოს იშვიათი ენდემი; წყალიკრეფია (Aquilegia caucasica) - კავკასიის ენდემი; მთის შროშანი (Lilium kesselringianum) - კავკასიის ენდემი; ჯადვარები (ორქიდეები) (Orchs mascula ssp longialcarata, Dactylorchiza romana ssp Georgia - IUCN-ის საერთაშორისო და CITES კონვენციით დაცული საეობები;

ფაუნა

გურიის ეროვნულ პარკში გვხვდება ნოტიო, კოლხური ტიპის მთა-ტყის ლანდშაფტები, რომლებიც 300-400 მ-დან 1800-1900 მ-მდე სიმაღლეზეა გავრცელებული, და მაღალი მთის მთა-მდელოს ლანდშაფტები, რომ­ლებიც ზღვის დონიდან 1800-1900 მ-დან იწყება და 3000-3500 მ-მდეა განფენილი.

გურიის ეროვნულ პარკში წლის სხვადასხვა დროს, შესაძ­ლოა, დაფიქსირდეს ხერხემლიანთა 272-მდე სახეობა. აღნიშნული სახეობე­ბიდან ეროვნულ პარკში შეიძლება იყოს თევზების სამი სახეობა, ამფიბიების რვა სახეობა, რეპტილიების 12 სახეობა, ფრინველების 185-მდე სახეობა და ძუძუმწოვრების 64-მდე სახეობა. ხერხემლიანთა 272 სახეობიდან 88 არის ენდემი ან დაცული სახეობა.

 

თევზები: ტერიტორიაზე გავრცელებულია სამი სახეობის თევზი, რომელთაგან ერთი სახეობა - მდინარის კალმახი (Salmo fario)  შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში კატეგორიით „მოწყვლადი“ (VU).

ამფიბიები: გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, შესაძლოა, დაფიქსირდეს რვა სახეობის ამფიბია, რომელთაგან ორი სახეობა - კავკასიური გომბეშო (Bufo verrucosissimus) და კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) - კავკასიის ენდემებია. კავკასიური სალამანდრა, ასევე, შესულია საქართველოს წითელ ნუსხასა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.

რეპტილიები: გურიის ეროვნული პარკის ტე­რიტორიაზე, შესაძლოა, შეგვხვდეს 12 სახეობის რეპტი­ლია. აღნიშნული სახეობებიდან ორი - აჭარული ხვლიკი (Darevskia mixta) და კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) - შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, ხოლო ორი სახეობა - დიდთავა ანკარა (Natrix megalocephala) და კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) - ბუნების და­ცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში. გა­ვრცელებული 12 სახეობიდან ოთხი - კოლხური ბოხმეჭა (Anguis colchica), აჭარული ხვლიკი (Darevskia mixta), ართვინული ხვლიკი (Darevskia derjugini) და კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) - კავკასიის ენდემია, ხოლო ორი სახეობა - ჭაობის კუ (Emys orbicularis) და კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) - დაცულები არიან ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციით.

ფრინველები: გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წლის სხვადასხვა დროს, შესაძლოა, და­ფიქსირდეს დაახლოებით 185 სახეობის ფრინველი. იმ სახეობებიდან, რომლებიც, შესაძლოა, შეგვხვდეს ტე­რიტორიაზე, 18 შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში - ქორცქვიტა (Accipiter brevipes), ველის კაკაჩა (Buteo rufinus), ჭოტი (Aegolius funereus), ბექობის არწივი (Aquila heliaca), დიდი მყივანი არწივი (Aquila clanga), მთის არწივი (Aquila chrysaetus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), ორბი (Gyps fulvus), ლაკლაკი (Ciconia ciconia), ყა­რყატი (Ciconia nigra), წითელთავა შავარდენი (Falco biarmicus), თვალშავი (Falco vespertinus), მცირე კირკიტა (Falco naumanni), კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), რუხი წერო (Grus grus), წი­თელი იხვი (Tadorna ferruginea) და კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), ხოლო ხუთი სახეობა - ბექობის არწივი (Aquila heliaca), დიდი მყივანი არწივი (Aquila clanga), ველის არწივი (Aquila nipalensis), ფასკუნჯი(Neophron percnopterus) და ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - შესულია ბუნების დაცვის საერთა­შორის კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში სხვადასხვა კა­ტეგორიით. ორი სახეობა - კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi) და მთის ყარანა (Phylloscopus sindianus) - კავკასიის ენდემებია. გარდა ამისა, 52 სახეობა ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციით არის დაცული.

ძუძუმწოვრები: გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, შესაძლოა, შეგვხვდეს 64 სახეო­ბის ძუძუმწოვარი. იმ ძუძუმწოვართა სახეობებიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, ფიქსირდება ტერიტორიების საზღვრებში, ცხრა სახეობა - ევრო­პული მაჩქათელა (Barbastella barbastellus), პონტური მემინდვრია (Myodes glareolus), წავი (Lutra lutra), ფო­ცხვერი (Lynx lynx), გრძელყურა მღამიობი (Myotis bechsteinii), პრომეთეს მემინდვრია (Prometheomys schaposchnikovi), არჩვი (Rupicapra rupicapra), კა­ვკასიური ციყვი (Sciurus anomalus), მურა დათვი (Ursus arctos) - შესულია საქართველოს წითელ ნუ­სხაში, ხოლო ერთი სახეობა - გიგანტური მეღამურა (Nyctalus lasiopterus) - IUCN წითელ ნუსხაში. ასევე, 10 სახეობა და/ან ქვესახეობა წარმოადგენს კავკასიის ენდემს. რვა სახეობა ბერნის კონვენციის მე-6 რეზო­ლუციით არის დაცული.

 

საქართველოსწითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები

ეროვნული პარკის საზღვრებში, წლის სხვადასხვა სეზონზე, შესაძლოა დაფიქსირდეს საქართველოს წითელ ნუსხაში შემავალი 31 სახეობა, 18 სახე­ობა - კავკასიის ენდემი, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წი­თელ ნუსხაში შემავალი 10 სახეობა და ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებ­რივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის მე-6 რეზოლუციით დაცული 27 სახეობა.

 

ენდემური სახეობები

გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის საზღვრებში, შესაძ­ლოა, დაფიქსირდეს 18 სახეობა და/ან ქვესახეობა, რომლებიც კავკასიის ენდემს წარმოადგენს. კერ­ძოდ, კავკასიის ენდემებიდან დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება ორი სახეობის ამფიბია, ოთხი სახეობის რეპტილია, ორი სახეობის ფრინველი, ცხრა სახეო­ბის და ერთი ქვესახეობის ძუძუმწოვარი.