12. ლიკანის ხეობის ბილიკი

თუ ბილიკის დალაშქვრას გადაწყვეტთ, აუცილებელია, წინასწარი რეგისტრაციის გავლა ვიზიტორთა ცენტრში

7 კმ, 4 სთ, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის.


ლიკანის ხეობის ბილიკი იწყება ლიკანის მცველთა საგუშაგოდან (900მ. ზღვის დონიდან) და მთავრდება ლიკანის დასახლებაში. მარშრუტის მთლიანი სიგრძე 7კმ-ია.
ბილიკის დასაწყისი მდინარე ლიკანის ხეობას 2კმ. მანძილზე მიუყვება, შემდეგ საფეხმავლო ბილიკით ადის ჩითახევის ქედზე. ბილიკის გასავლელად 4 საათია საჭირო. ბილიკი გამორჩეულია ხელუხლებელი ბუნებითა და ლამაზი ხედებით, რომელიც თრიალეთის ქედის მიმართულებით იშლება. უმაღლესი წერტილი ბილიკზე 1 446 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან.
ლიკანის ხეობის ბილიკი ეროვნული პარკის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს მათთვის, ვისაც არ აქვს ხანგრძლივი დრო და სურს იხილოს აქ არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნება და პანორამული ხედები.
ბილიკი ხასიათდება საშუალო სირთულით.

ფოტო გალერეა
ჰიპსომეტრიული რუკა