ნეძვის ბილიკი
ნეძვის ბილიკი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ახალი ეკოტურისტული ბილიკია.
32 კილომეტრიანი, წრიული, პანორამული ბილიკი ერთმანეთთან სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს აკავშირებს.
მთავარი ღირსშესანიშნაობა: ნეძვის აღკვეთილის შერეული და წიწვოვანი ტყეები, ქართასა და შუანოს მთების პანორამული ხედები
მიმართულება: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი > ახალდაბას რეინჯერთა საგუშაგო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ახალდაბას რეინჯერთა საგუშაგომდე - 20 კმ)
სრული მანძილი: 32 კმ
ხანგრძლივობა: 2 დღე
სირთულე: საშუალო; საფეხმავლო, საცხენოსნო
ბილიკი იწყება ახალდაბას რეინჯერთა საგუშაგოსთან და მთა დიდი ქართასკენ მიემართება. მას, პირველ დღეს, შუანოს ტურისტულ თავშესაფრამდე მიყავხართ, სადაც შესაძლებელია ღამისთევა. შუანოს თავშესაფრიდან მარშრუტზე შესაძლებელია მოინახულოთ ქართას პანორამული ხედი და მდინარე ნეძვის წყლის ხეობა. მარშრუტი ეშვება ახალდაბისკენ და კვლავ საწყის წერტილთან ბრუნდება.
დღე 1: ახალდაბა - შუანოს ტურისტული თავშესაფარი - 12 კმ, ხანგრძლივობა - 5-6 სთ.
დღე 2: შუანოს ტურისტული თავშესაფარი - ახალდაბა - 20 კმ, ხანგრძლივობა - 4-5 სთ.
დამატებითი ინფორმაცია: ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან ახალდაბას რეინჯერთა საგუშაგომდე მანძილის 20 კმ -ის გავლა საავტომობილო გზითაა შესაძლებელი.
მიმაგრებული ფაილები
nedzvi_niko_50_000_iani_A3_(1).jpg