ზეკარის უღელტეხილის ბილიკი

თუ ბილიკის დალაშქვრას გადაწყვეტთ, აუცილებელია, წინასწარი რეგისტრაციის გავლა ვიზიტორთა ცენტრში


/ 24კმ, 2 დღე, საფეხმავლო, რთული /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: კურორტი აბასთუმანი, ულამაზესი ხედები ზეკარის უღელტეხილზე და კოლხეთის სუბტროპიკული ტყე.

მარშრუტი იწყება აბასთუმნის რეინჯერთა საგუშაგოდან, აბასთუმანში (ზღვის დონიდან 1390მ) საავტომობილო გზით და მიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემდეგ უხვევს აბასთუმანის ხეობიდან მდინარე ოცხეს ხეობისაკენ. 2,5 კილომეტრიანი მანძილის გავლის შემდეგ ბილიკი ადის ჩრდილო აღმოსავლეთით ციცაბო ფერდობზე (ზოგ ადგილას 20-25 გრადუსის დაქანებით) აღნიშნული წერტილიდან 6 კმ_ში მდებარეობს ტურისტული თავშესაფარი დიდმაღალი სადაც ტურისტები ჩერდებიან ღამის გასათევად. მეორე დღეს 1,5 კილომეტრიანი ბილიკი იმერეთისა და აჭარის ქედის გავლით მიემართება დასავლეთისკენ. ტურისტული თავშესაფრიდან 10 კილომეტრში ბილიკი უახლოვდება მეცხვარეების ზაფხულის სახლებს ნასაბაჯვარში. შემდეგ ბილიკი ჩადის მდინარე ოცხეს ხეობაში სადაც უერთდება პირველი დღის მარშრუტის ბილიკს და უბრუნდება საწყის წერტილს და ვბრუნდებით დაცვის საგუშაგო პოსტთან, აბასთუმანში.

ტურის აღწერა:

დღე პირველი: დაცვის საგუშაგო პოსტი აბასთუმანში - ტურისტული თავშესაფარი დიდმაღალში, 8 კმ, საშუალოდ 4-5 საათი, ღამისგათევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში.

დღე მოერე: ტურისტული თავშესაფარი დიდმაღალში - დაცვის საგუშაგო პოსტი აბასთუმანში, 16 კმ, საშუალოდ 5-6 საათი.

 

ფოტოგალერეა

ჰიფსომეტრიული რუკა

GPX Track