პრომეთეს მღვიმე
/ საფეხმავლო - 1,420 მ, 1 სთ; სანაოსნო - 380 მ, 15 წთ, საშუალო სირთულის /
სათაფლიის მღვიმისაგან განსხვავებით, პრომეთეს მღვიმეში მხოლოდ ერთი სამარშრუტო ბილიკია, რომელიც ბევრად აღემატება სათაფლიის ბილიკის სიგრძეს. მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და გრძელდება კარსტულ მღვიმეში. ვიზიტორთათვის განკუთვნილი საექსკურსიო მონაკვეთი შედგება 6 დარბაზისაგან. ესენია: „არგონავტების დარბაზი“, „კოლხეთის დარბაზი“, „მედეას დარბაზი“, „სიყვარულის დარბაზი“, „პრომეთეს დარბაზი“, „საქართველოს“, ანუ „იბერიის დარბაზი“. საფეხმავლო ბილიკის გავლის შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ სანაოსნო ტურით მღვიმეში გამდინარე ნაკადზე, რომელსაც წარმოქმნის მდინარე ყუმი. სანაოსნო მონაკვეთით სარგებლობა ნებაყოფლობითია და დამატებითი თანხა ღირს. მღვიმიდან გამოსვლა შესაძლებელია როგორც საფეხმავლო, ისე სანაოსნო გზით.
ფოტო გალერეა