შავი კლდეების ტბა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმართულება : ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია - შავი კლდეების ტბა

მთავარი ღირშესანიშნაობები: ფართოფოთლოვანი ტყე, რცხილნარის კორომი, წმინდა წიფლნარის   კორომი, მდ. ლაგოდეხის ხევი, ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედები, პატარ-პატარა ტბები, ჭაობები, შავი კლდეების ტბა.

  • მანძილი: 42 კმ.
  • ლაშქრობის ხანგრძლივობა: 3 დღე
  • ცხენით ლაშქრობის ხანგრძლივობა: 3 დღე
  • სირთულე: რთული (უმეტესად ციცაბო და ვიწრო ბილიკები, მობილიზებულობა და სათანადო სალაშქრო აღჭურვილობა აუცილებელია).

 

ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წუთ-ში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ. დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა.

30-40 წთ-ში გადავკვეთ მდ. ,,ლაგოდეხის ხევს”. 20_30 წთ_ში შევდივართ ახალგაზრდა წმინდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის (1933) შედეგად წარმოიშვა. 15-30 წთ-ში შევხვდებით კახეთის ლოკალურ ენდემს - ,,მრგვალი წამალას“ რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის და როგორც იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნებში. 30 წთ-ში მივადგებით ქედის დასაწყისს, ხელუხლებელ წმინდა წიფლნარის კორომში. 1 სთ-ში ავდივართ სერზე ზ.დ. 1,300 მ. სიმაღლეზე და გაუყვებით ,,ქოჩალოს ქედს”, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შეგვიძლია ვიხილოთ წიფლნარის ტყე, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყე. 2 სთ-ში აღმოჩნდებით სუბალპურ სარტყელში - მაღალმთის ნეკერჩხლის მეჩხერ კორომში. 1 სთ-ში იხილავთ ტურისტულ თავშესაფარს ,,მეტეოს”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. მეორე დღეს გზას ვაგრძელებთ ქოჩალოს ქედზე. 1 სთ-ში ავდივართ ტყის ზედა საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა არწივები. 1 სთ-ში ავდივართ უღელტეხილზე ე.წ. ,,დემიდოვის ნაშლებზე”, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. 1 სთ-ში აღმოვჩნდებით ალპურ მდელოებზე შედარებით ვაკე ადგილებზე, რომლებიც ჯიხვების საძოვრებს წარმოადგენენ. მომდევმო 40 წთ-ში შეგვხვდება გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჯადოსნური ბუნების მიერ მოქარგული ჭაობები. 30 წთ-ში ჩვენ წინ გადაიშლება შავი კლდეების ტბა. აღნიშნულ ტურზე ვიზიტორის თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება 400 - დან 3500 მ. სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა შეხვდეს ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებს. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი - აღჭურვილობააქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს ანუ რუსეთის ფედერაციას შორის.

პირველი დღე - გამგზავრება ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფრ მეტეომდე. მანძილი - 11.5 კმ;  (ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ. -  ტურისტული თავშესაფარი „მეტეო“ 2000 მ.ზ.დ.)

მეორე დღე - გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ,,დემიდოვის ბინა“. მანძილი - 15.5 კმ; (ტურისტული თავშესაფარი მეტეო 2000მ.ზ.დ. - შავი კლდეების ტბა 2800 მზ.დ. - ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ.)

მესამე დღე - გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში. მანძილი - 15 კმ; (ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ. - ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ);

შენიშვნა: შავი კლდეების ტბის მონახულებისას, მესაზღვრეებთან რეგისტრაციისთვის, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ თავშესაფარში „მეტეო“ 16 ადგილია, თავშესაფარში ხოლო „დემიდოვის ბინა“ 18.

ტურისტულ თავშეშაფართან მოწყობილია საკარვე ადგილები

გიდებთან დაკავშირებამდეტურის დაგეგმვისა და ორგანიზების მიზნითგთხოვთ,მიმართოთ 

ვიზიტორთა სამსახურს:

ალექსანდრე ლოლაძე
ტელ.: 577 10 18 34, ელ-ფოსტა: hanihihi@gmail.com 

თეა შალვაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი,
ტელ.: 577 10 18 90 ; ელ-ფოსტა tshalvashvili@gmail.com 

 

გიდები: 

  • რევაზ  შიხაშვილი - +995 555 55 63 15
  • გიორგი კავთლიშვილი - +995 593 94 21 91
  • ვიტალი ლეკიაშვილი - +995 593 33 59 30
  • გიორგი ალადაშვილი - +995 557 00 45 15
ფოტო გალერეა 

 რუკა