ოკაცეს კანიონის ბილიკი

 

/ 6კმ, 2-3 სთ, საფეხმავლო, მარტივი /

 

მთავარი ღირსშესანიშნაობები: დადიანების ტყე-პარკი, დადიანების სასახლის ნანგრევები, კარის ეკლესია, ოკაცეს კანიონი, კლდეზე დაკიდებული ბილიკი, პანორამული გადასახედი, ფრინველებზე დაკვირვება და ენდემური მცენარეების დათვალიერება.

 

წრიული მარშრუტი იწყება ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრიდან, რომელიც სოფელ გორდში მდებარეობს. ქვით მოკირწყლული 2300 მ. სიგრძის ბილიკი გაივლის დადიანების ისტორიულ ტყე-პაკს და მიემართება ოკაცეს კანიონში არსებულ გამშვებ პუნქტთან, საიდნაც მიუყვება 780 მ. სიგრძის კიდულ  ბილიკს. მის გასავლელად  989 ჩამავალი და აღმავალი კიბის საფეხურის გავლაა საჭირო. კიდული ბილიკი მთავრდება 20 მ. სიგრძის პანორამული გადასახედით. იქვე დამონდაჟებულია სმრტ-სელფის აპარატი, სადაც შესაძლებელია სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება. კიდული ბილიკიდან გამშვებ პუნქტამდე მიდის 645 მ. სიგრძის ქვით მოკირწყლული ბილიკი.

სურვილის შემთხვევაში ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე შესაძლებელია მისვლა ავტომანქანით.

ვიზიტორთა ცენტრში ფუნქიონირებს კაფეტერია, სუვენირების მაღაზია და შემნახველი საკანი. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ავტომობილის გასაჩერებელი მოედანი.