ისპანი 2


/ 500 მ, 2 სთ, საფეხმავლო, მარტივი /

საფეხმავლო ბილიკი მიემართება დაცული ტერიტორიების შესასვლელიდან - გადასახედ კოშკამდე. ვიზიტორი გადასასვლელი ხიდით გადავა ე.წ „სმეკალოვკის არხზე“,  თუ კარგად დააკვირდება აქ  ულამაზესი ლურჯი ფერის ფრინველს, ალკუნს შენიშნავს, და თუ ბედმა გაუღიმა ეს ადგილები იშვიათი ჭაობის კუს საბინადროა და მასაც დაინახავს.  სფაგნუმიანი გუმბათისაკენ მიმავალ გზაზე განთავსებულია საინტერპრეტაციო – საინფორმაციო დაფები, რომლებიც ვიზიტორს მოუთხრობს დაცული ტერიტორიის მსოფლიო უნიკალურობაზე, ფლორისა და ფაუნის, კლიმატისა და „ისპანი“-ს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ნამოსახლარების შესახებ, ნახავს სფაგნუმიანი გუმბათის პროფილურ დიაგრამას. ფრინველებზე  თვალთვალის „birdwatching”-ის მოყვარულთათვის (ამ ტერიტორიებს რამსარის კონვენცია იცავს) შესაძლებელია ჭოგრიტების გაქირავება, განსაკუთრებით კი გაზაფხული და შემოდგომაა საუკეთესო პერიოდი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის.

ფოტო გალერეა
ჰიფსომეტრიული რუკა